ივლისის თვის დასაწყისიდან თბილისიდან ფრენები ევროპის უმსხვილესი ქალაქებისკენ აღდგება – ამის შესახებ საუბარია ვებგვერდ Routes Online-ის მიერ გამოქვეყნებულ, ავიაკომპანია Georgian Airways-ის განრიგში.
როგორც Routes Online წერს, 15 ივნისისთვის არსებული მდგომარეობით, გეგმა ასეთია:
თბილისი-ამსტერდამი, 6 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე (22 ივლისიდან – სამი სიხშირე).
თბილისი-ბარსელონა, 5 ივლისიდან, კვირაში ერთი სიხშირე.
თბილისი-ბერლინი, 3 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირე.
თბილისი-ბრიუსელი, 2 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე (14 ივლისიდან 30 აგვისტომდე – სამი სიხშირე).
თბილისი-პარიზი, 3 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე.
თბილისი-თელ-ავივი, 2 ივლისიდან, კვირაში 13 სიხშირე.
თბილისი-ვენა, 2 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირე.
გარდა ამისა, Georgian Airways ფრენებს განაახლებს ბათუმიდანაც: ბათუმი-თელ-ავივი, 2 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე.
Routes Online გაუქმებულ ფრენებზეც წერს და აღნიშნავს, რომ Georgian Airways -მა ზაფხულის განრიგიდან თბილისი-კიევისა და თბილისი-ლონდონის ფრენები ამოიღო.
