LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში ყველაზე მეტი გადაკვეთა სარფის და ყაზბეგის სახმელეთო საზღვრებზე იყო – თბილისის აეროპორტი ჩამოქვეითდა

162
sarfis-sazgvari

ტურიზმის სექტორი აღდგენას განაგრძობს. 2022 წლის ივლისიც არ იყო გამონაკლისი, რომელიც წლის სხვა თვეებთან შედარებით, აღდგენის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

TBC Capital-ის მონაცემებით, საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 95%-იან აღდგენას აჩვენებს, 2019 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო სახმელეთო საზღვრის გადაკვეთამ 69%-იანი წილი შეადგინა მთლიან ვიზიტებში, რაც 2019 წლის დონის 61%–ს შეადგენს.

TBC Capital-ის ცნობითვე, 2022 წლის ივლისში სარფის (თურქეთის საზღვარი) და ყაზბეგის (რუსეთის საზღვარი) სახმელეთო საზღვრებზე ყველაზე მეტი გადაკვეთა იყო, მაშინ, როდესაც წინა თვეებში თბილისის აეროპორტი ლიდერობდა. ჯამში, ამ ორი საზღვრის გავლით მოგზაურობის რაოდენობამ საქართველოში ყველა მოგზაურობის 21% და 20% შეადგინა. საერთაშორისო მოგზაურობების განაწილება სხვა საზღვრებით ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 19%; სადახლო (სომხეთის საზღვარი) – 18%. ბათუმის აეროპორტი – 7%, ქუთაისის აეროპორტი – 6%. როგორც TBC Capital-ში ამბობენ, ამ ექვსი საზღვრიდან საერთაშორისო ვიზიტორთა ჯამმა შეადგინა ყველა მოგზაურობის 91%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g