LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივნისში იმ ასაკის ვიქნები, რა ასაკშიც დედაჩემს კიბო დაუდგინეს“ – ანჯელინა ჯოლი ემოციურ პოსტს ავრცელებს

185
page

ანჯელინა ჯოლი სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ძალიან იშვიათად ავრცელებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ მან დედასთან, მარშელინ ბერტრანთან გადაღებული ბავშვობის, საარქივო ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ემოციური სიტყვები დაურთო, „მარშელინს 9 მაისს  73 წლის შეუსრულდებოდა”.

„ივნისში მე იმ ასაკის ვიქნები, რა ასაკშიც დედაჩემს კიბო დაუდგინეს. მე ყველას თანავუგრძნობ, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა და მათ გამძლეობას ვუსურვებ“, – წერს 47 წლის ანჯელინა.

ცნობისთვის, ჯოლის დედა 2007 წელს საკვერცხეებისა და ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა.

მსახიობი აცხადებს, რომ რეგულარულად დადის ექიმებთან კონსულტაციებზე და მაქსიმალურად ცდილობს, ონკოლოგიური დაავადებების რისკი შეამციროს. აღსანიშნავია, რომ ჯოლიმ 2012 წელს ორმხრივი მასტექტომია ჩაიტარა.

„შანელის“ სპილოსძვლისფერ კაბაში ანჯელინა ჯოლი ქალღმერთივით გამოიყურება – მსახიობი ვაჟიშვილთან ერთად თეთრ სახლს ესტუმრა

პირველად დიდ ეკრანზე – ანჯელინა ჯოლი და ჰალი ბერი მკაცრად გასაიდუმლოებულ პროექტზე მუშაობენ

„ანჯელინა ასეთი ლაღი და ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა“ – პაემანი როტშილდის დინასტიის მემკვიდრესთან – ახალი დეტალები

 

View this post on Instagram

 

A post shared by Angelina Jolie (@angelinajolie)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები