LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იწვევს თუ არა არასწორი დიეტა ფსიქოლოგიურ პრობლემებს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

58

კვებითი აშლილობა ეს არის არასწორი დამოკიდებულება კვებისა და ზოგადად, საკვები პროდუქტების მიმართ. ასეთ დროს ადამიანი ახორციელებს არასწორ კვებით ქცევებს –  ჭარბი რაოდენობით მოიხმარს საკვებს, თვითნებურად ზღუდავს რაციონს, ან უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი „ბორმენტალის“ ფსიქოლოგი, თამარ ლაფაჩია.

რომელია კვებითი აშლილობების ყველაზე გავრცელებული ფორმა?
ფსიქოლოგის თქმით, კვებითი აშლილობების ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ჭარბწონიანობა, რომელიც არასწორი კვების შედეგია.  არასწორი კვების მიზეზებად განიხილავენ სხვადასხვა ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს. მაგალითად, ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების ფონზე არასწორმა კვებამ შესაძლოა სიმსუქნე გამოიწვიოს. ფსიქოლოგიურ მიზეზებში ძირითადად ემოციური სტრესი გვხვდება, რომელიც საკვებზე მოთხოვნილებას ანუ მადას ზრდის და ადამიანი დიდი რაოდენობით საკვებს მოიხმარს, ძირითადად ასეთი პროდუქტებია ცომეული და ტკბილეული. სოციალურ ფაქტორებში კი ყოველდღიური ცხოვრების სტილი მოიაზრება – ზედმეტად გადატვირთული რეჟიმი, რის გამოც ადამიანები ვერ ახერხებენ სწორად კვებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არასწორ კვებაში იგულისხმება როგორც ხშირი სუსნაობა, ასევე მთელი დღის მშიერზე ერთიანად ბევრის ჭამა, გარდა ამისა  ე.წ “მშრალი კვება”(ნახევარფაბრიკატები). ფსიქოლოგის თქმით, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სხეულზე აისახება ზედმეტი კილოგრამების სახით, რომელიც “მანკიერ წრეში” კეტავს ადამიანს.

ხშირად მიმართავენ არაჯანსაღ თვითნებურ დიეტებს, სხვადასხვა სახის გასახდომ პრეპარატებს, დამღლელ ვარჯიშს, რაც ძირითად შემთხვევაში არაეფექტურია და პირიქით, ხშირად ამას ადამიანის ნერვული სისტემა ეწირება, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანოს ის…. დამოუკიდებლად, მარტივი დიეტების დაწყებით,  ადამიანმა შეიძლება ვეღარ გააკონტროლოს საკუთარი კვებითი ქცევები, ეს შეიძლება მის ნერვულ სისტემაზე აისახოს და ჩამოყალიბდეს ბულიმია და ანორექსია”, – განაცხადა ფსიქოლოგმა. 

როგორ უნდა ებრძოლოთ ბულიმიას და ანორექციას?

არსებობს კვებითი აშლილობების რთული ფორმები – ეს არის ბულიმია და ანორექსია, რომელიც ფსიქიკური აშლილობების სპექტრს მიეკუთვნება. ამ დროს სხეულის მასის უჩვეულოდ სწრაფი ცვლილება ხდება. ბულიმიური შეტევების დროს ადამიანი ჭარბი რაოდენობით იღებს საკვებს, ისე, რომ დისკომფორტის გამო შესაძლოა თვითნებურ კუჭის გათავისუფლებასაც მიმართოს. ანორექსიის დროს კი ითრგუნება მადა, რომელიც დროთა განმავლობაში საკვების ორგანულად მიუღებლობაში გადადის და შიმშილის შედეგად ხდება წონის სწრაფი კლება გამოფიტვამდე. ამ ფონზე ნერვული ანორექსია უფრო საშიშ დაავადებად ითვლება, რომელიც მიშვებულ მდგომარეობაში ლეტალურადაც შესაძლოა დასრულდეს. გარდა ამისა, ასეთი ტიპის კვებით აშლილობებს ახასიათებთ აკვიატებულად საკუთარი თავის, კონკრეტულად კი სხეულის არაადექვატური აღქმა, საკუთარი თავის მიუღებლობა, უკმაყოფილება, დეპრესიულობა და რაც ყველაზე თვალში საცემია – ისტერიული შიში საკვების მიმართ.
6. ნებისმიერი სახის კვებითი აშლილობების დროს დიდი და ფასდაუდებელია ფსიქოლოგის როლი, რადგან სწორედ ჯანსაღი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების აღდგენა საკუთარი თავისა და კვების მიმართ ახდენს ქცევების კორექტირებას, დამოუკიდებლად კი ეს წარმოუდგენლად რთულია, ამიტომ საჭიროა სპეციალისტის დახმარება.

7 რჩევა თამარ ლაფაჩისგან:

  1. პირველ რიგში საჭიროა თქვენ თავადვე დაიწყოთ ზრუნვა საკუთარ თავზე(მათ შორის კვებაზე).
  2. იკვებეთ დღეში ოთხჯერ 4 საათში ერთხელ. ეს უზრუნველყოფს აქტიურ ნივთიერებათა ცვლას.
  3. კვებიდან კვებამდე შუალედებში არ ისუსნაოთ!
  4. ნებისმიერი ტკბილეული მიირთვით მხოლოდ დესერტის სახით, კვების დასრულებისას.
  5. დალიეთ დღეში 2ლტ-მდე წყალი. ეს უზრუნველყოფს სითხის ბალანსს ორგანიზმში, რაც აუცილებელია სხეულის ტანადობისთვის.
  6. თუ ერთი წლის მანძილზე სტაბილურად მომატებული წონა 2-3 კგ-ს აღემატება (რომელსაც აღარ იკლებთ), ნუ მიმართავთ მკაცრ დიეტებს, გადახედეთ თქვენს კვებას და მოიწესრიგეთ რეჟიმი.
  7. თუკი წონის მატება ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე უჩვეულოდ გაზრდილი მადის გამო ხდება, დროულად მიმართეთ ფსიქოლოგს.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები