იყალთოს გორაზე გამავალი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
როგორც “ფორტუნას” კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განუცხადეს, საბურთალოს რაიონში, წყალსადენის მაგისტრალზე, გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
“ადგილზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ბრიგადები, რომლებიც ფარული დაზიანების საძიებო სამუშაოებს ატარებენ,”- განაცხადეს კომპანიაში.
ამ ეტაპზე, წყალმომარაგება უკვე შეეზღუდა საბურთალოსა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებს, კერძოდ:
- პეკინისა და ჭავჭავაძის გამზირების ნაწილს, დოლიძის,სიმონ ჩიქოვანის, იყალთოს, ბალანჩივაძის,იოსელიანის, ლიხაურის,კოსტავას, ალექსიძის, ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის, მელიქიშვილის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, მცხეთის, შარტავას, მარაბდის, ტ.ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, პეტრიაშვილისდა ატენისქუჩებს.
წყალმომარაგების აღდგენის დროს კომპანია, მომხმარებელებს დამატებით აცნობებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.