იყალთოს ქუჩის მცხოვრები იზაბელა ლომაია აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ დაზიანდა მისი მანქანა მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ხის დაფის გამო. ის აღნიშნავს: „გადავრჩი, დილის 10 საათი“. როგორც ჩანს, ამ ქუჩაზე მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც აშკარად აკლია მფლობელების ყურადღება. „ნარმანია, დაგეცა მეხი“, წერს მანქანის მეპატრონე.
ფოტოებს ქვევით შემდეგ კომენტარებს ამოიკითხავთ:
„მართლა გადარჩენილხარ…“
„სრული განუკითხაობაა. ჩემ პირდაპირ მშენებლობაა, ღამის ორ საათამდე აკაკუნებენ, არავითარი უსაფრთხოების ნორმები დაცული არაა. როდის, ვინ და რა ჩამოვარდება, არავინ იცის“
„კიდევ კარგი, გადარჩი…“
„ეს რა საშინელებაა…“