თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ავტომანქანის მძღოლი, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს ავტომანქანას მართავდა – მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.