„იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს”,- ასე მიმართა რომის პაპმა მორწმუნეებს კათოლიკური აღდგომის დადგომისას.
პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს აღდგომის დადგომისას მიმართა და მოუწოდა, კორონავირუსისგან გამოწვეულ შიშს არ დანებდნენ.
„ნუ შეშინდებით, ნუ დანებდებით შიშს. იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს,“- აღნიშნა რომის პაპმა.
რომის პაპმა კათოლიკების წინასააღდგომო წირვა ვატიკანში, თითქმის ცარიელ წმ. პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა. ტაძარში ჩვეულებრივად ცერემონიას 10 000-მდე ადამიანი ესწრება, ახლა კი პაპს თან მხოლოდ ორი ათეული ადამიანი ახლდა.