LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყენებენ თავიანთ ამომრჩევლებს… ეუბნებიან, ჩვენ თბილად ვიქნებით, ვიმორიგევებთ სცენაზე და თქვენ 24 საათი გაიყინეთ და კარვებში იყავითო“ – მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

124
გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ ძირითადი ლეგიტიმაციის მიმცემი წყარო სადაც იყო, იქ უკვე რადიკალურად შეიცვალა პოზიციონირება. ახლა „ნაცმოძრაობა“ ხავსს ებღაუჭება, რომ როგორმე პირველ სხდომამდე და მაქსიმუმ ახალ წლამდე რაღაც რადიკალური პროცესები წამოიწყოს, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურად, მათივე ამომრჩეველი უარს ეუბნება“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „რაც უფრო ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა, მით უფრო ჩქარობს რადიკალური ოპოზიცია, იქნებ როგორმე ხალის რაოდენობა გაზარდოს, აქციებზე“.

მაჭარაშვილის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ოპოზიცია ძალიან დიდ ფულს ხარჯავს, მათ შორის რეგიონებიდან თავიანთი აქტივისტების ჩამოსაყვანად“:

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ ძირითადი ლეგიტიმაციის მიმცემი წყარო სადაც იყო, იქ უკვე რადიკალურად შეიცვალა პოზიციონირება. ახლა „ნაცმოძრაობა“ ხავსს ებღაუჭება, რომ როგორმე პირველ სხდომამდე და მაქსიმუმ ახალ წლამდე რაღაც რადიკალური პროცესები წამოიწყოს, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურად, მათივე ამომრჩეველი უარს ეუბნება. ისინი იყენებენ თავიანთ ამომრჩევლებს, ეუბნებიან წინასაარჩევნოდ გამოდით, ხმა მოგვეცით პარლამენტში შეგვიშვითო და მერე პარლამენტში აღარ შედიან. ახლა ეუბნებიან, ჩვენ თბილად ვიქნებით, ვიმორიგევებთ სცენაზე და თქვენ 24 საათი გაიყინეთ და კარვებში იყავითო. ეს ხალხი მოწოდებულია, როგორმე არიონ სიტუაცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g