LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდე ქართული – თბილისში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართება

127

თბილისში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი – ”იყიდე ქართული” გაიმართება. ღონისძიება 10 ოქტომბერს თბილისში, სასტუმროში – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” ჩატარდება.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE, მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF) და ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA).

როგორც ბიზნესფორუმის ორგანიზატორები აცხადებენ,  “იყიდე ქართული” უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელიც ერთ სივრცეში შეკრებს მწარმოებლებს, საცალო & საბითუმო სავაჭრო ცენტრებს / ქსელებს / მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, საბითუმო ბაზრობებს, სატრანსპორტო / საფოსტო / კურიერულ კომპანიებს, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპორტიორებს & buyer-ებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს, ემიგრანტებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს / პროექტებს, ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს, ბიზნეს მედიას, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, სულ 300-ზე მეტ საქმიან ადამიანს.

ბიზნესფორუმზე იქნება: 1) გამოსვლები, 2) პანელური დისკუსიები, 3) ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპო & დეგუსტაცია და 4) B2B შეხვედრები. 

KAR.GE-ის ინფორმაციით მონაწილე მწარმოებელთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g