LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება 150 მიტოვებული ერთნაირი ავტომობილი

229

ნიდერლანდებში გასაყიდად ერთი და იგივე მოდელის 148 ავტომობილი გაიტანეს – Citroen CX. ავტომობილები ერთმანეთისგან მოდიფიკაციითა და ტექნიკური მდგომარეობით განსხვავდებიან. მათი ფასი 500-დან 8000 ევრომდეა. ავტომობილების ნახვა საიტზე Van Soest Klassiekers არის შესაძლებელი.

კოლექციაში CX-ის სულ სხვადასხვა ვერსიებია წარმოდგენილი, მათ შორის არის ჰეთჩბეკები, ავტომობილები დაგრძელებული ვერსიით, სასწრაფო დახმარების ავტომობილები და სპეციალური „დამუხტული“ ვერსიაც კი – GTI, რომელიც სკანდინავიისთვის, სავარძლების გათბობის სისტემებით არის აღჭურვილი.

ზოგიერთი ავტომობილი კარგ ტექნიკურ მდგომარეობაშია, ზოგიერთის გარბენი კი 400 000 კილომეტრს აღემატება.

Citroen CX 1974-დან 1991 წლამდე გამოდიოდა. 1975 წელს ის ევროპის „წლის ავტომობილის“ წოდების მფლობელი გახდა. სულ კომპანიამ 1,2 მილიონი ეგზემპლარი CX გაყიდა. მისი მფლობელები იყვნენ ჟაკ შირაკი, ერიხ ჰონეკერი, გრეის კელი, მანუელ ნორიეგა, აუგუსტო პინოჩეტი, იოჰან კროიფი და კარლოს სანტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები