LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება 1894 წელს გამოსული ავტომობილი (ფოტო)

40

Bonhams-ის აუქციონზე მსოფლიოში შემორჩენილი უძველესი ავტომობილი Santler 3½hp Dogcart გაიყიდება. ის 1894 წელს არის აწყობილი. ავტომობილი სრულიად მუშა მდგომარეობაშია და აუქციონზე მისგან 200-250 000 ფუნტი სტერლინგის მიღებას გეგმავენ. გასაყიდად გამოტანილი ეგზემპლარი ძმებმა ჩარლზ და ვალტერ სანტლერებმა შეიმუშავეს. ისინი 1889 წელს პირველები იყვნენ ბრიტანეთში, რომლებმაც ავტომობილების წარმოება დაიწყეს. ძმები ავტომობილებს ორთქლის ძრავებით აწყობდნენ და Malvernia-ს მარკით ყიდიდნენ.

ავტომობილი, რომელიც გასაყიდად არის გამოტანილი, თავდაპირველად ორთქლის ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა, 1950 წელს, რესტავრაციისას აგრეგატი ერთ ცილინდრიანი Benz-ის აგრეგატით შეცვალეს, რომელსაც წყლის გაგრილების სისტემა ჰქონდა. ავტომობილს აქვს ხის ძარა, შასი კი ფოლადის არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები