ამერიკული საავტომობილო გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღეში RM Sotheby’s–ის აუქციონის სახლი ვაჭრობას გამართავს, სადაც უნიკალური Ferrari 488 Spider–ი გაიყიდება, რომლის ძარაც განსაკუთრებული საღებავით, Green Jewel–ით არის დაფარული.
წინასწარი ცნობით, ერთადერთი მწვანე ფერარის ღირებულება 453 000 დოლარია. შეგახსენებთ, ავტომობილი პარიზის ავტოსალონის ფარგლებში, 2016 წელს გამოჩნდა. მოდელი საიუბილეო იყო და იტალიური ბრენდის დაარსების 70 წლის მიეძღვნა.
მწვანე „ფერარის“ კიდევ ერთი განსაკუთრებულობა უნიკალური დიზაინის ოქროსფერი დისკებია, კარებზე კი სარბოლო ნომერი, „25“ აქვს გამოსახული. გარდა ამისა, Ferrari 488 Spider–მა განსაკუთრებული აეროდინამიური ელემენტები და მოდური სალონი მიიღო, რომელიც წითელი და შავი ტყავით არის გაწყობილი. მთლიანობაში კი სუპერქარის გარეგნობა სარბოლო ბოლიდის Ferrari 356 P2–ის იერსახეს იმეორებს, რომლითაც დევიდ პაიპერმა 1965 და 1966 წლებში Kyalami–ს 9 საათიანი რბოლა მოიგო. გასაყიდად წარმოდგენილ Ferrari 488 Spider–ს პატრონი არასოდეს ყოლია, მხოლოდ სხვადასხვა საავტომობილო გამოფენაზე მოგზაურობდა. კაპოტ ქვეშ მას 3,9 ლიტრიანი ძრავი აქვს, რომლიც 660 ცხენის ძალას ავითარებს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ 3 წამში 100 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს.




