4 ივლისს რადიოს „არ დაიდარდო“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი ეკა კვალიაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მინდიხარ“ პრემიერა შედგა.
ეკა, რა არის შენი შემოქმედების ძირითადი მუზა?
ჩემი შემოქმედების მუზა ჩემი შემოქმედებაა. ასეთი გენეტიკა მაქვს. ყველას გვაქვს შემოქმედებითი გენი, ყველა ადამიანში დევს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი, უბრალოდ ამას ამოქმედება უნდა. იყო ისეთი პერიოდიც, როცა დეპრესიული განწყობა მქონდა და არ ვმღეროდი, მაგრამ მერე თავიდან ბოლომდე მოვუხმე ჩემს რწმენას, ჩემს ძალებს, ენერგიებს, ყველაფერს და ამ საშინელი სიტუაციიდან ჩემი თავის ამოქაჩვა დავიწყე.
როგორ ახერხებ ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას ?
დრო და ჩემი სურვილი ახერხებს. მე ჯერ არ მოვუხმობ სიბერეს, ჯერ ძალიან ადრეა, როცა მოვუხმობ, მაშინ მოვა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ამ ასაკს და ამ დროს, რადგან მან მომცა გამოცდილება, სიმშვიდე, ყველაფერი ლამაზი და კარგი, რაც ჩემს ირგვლივაა.
მოგვიყევი სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
მოვისმინე არაჩვეულებრივი მომღერლის, დიეგოს ფანტასტიკური, ესპანურენოვანი სიმღერა, რომელსაც სიმარტოვე ჰქვია. შემდეგ ეს სიმღერა ვათარგმნინე, რადგან გავგიჟდი, ძალიან გულით ვუსმენდი და მაინტერესებდა რაზე იყო. ამ სიმღერამ ჩემი ენერგია გამოაღვიძა, სიმღერის ხასიათზე მომიყვანა და გამოჯანმრთელებისკენ მიბიძგა. მომივიდა იდეა, რომ ამ სიმღერის შემხვედრი ქართული ტექსტი გამეკეთებინა. „მინდიხარ“ ასე ჰქვია სიმღერას. საინტერესო, ახლებური ნამუშევარია. ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, არანჟირება ლევან ჩხაიძეს. ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში.
ეკა კვალიაშვილი – მოვედი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ეკა კვალიაშვილი & ლაშა რამიშვილი – ერთადერთო. Live
ეკა კვალიაშვილი. გადაცემა “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები