ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ირმა სოხაძემ და რეზო ასათიანმა ოქროს ქორწილი აღნიშნეს.
ირმა სოხაძემ ჟურნალ „სარკესთან“ ორმოცდაათწლიანი სიყვარულის სხვადასხვა ეტაპზე ისაუბრა.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„ოფიციალურად შეყვარებულები ბოლო წელი ვიყავით. ყველამ იცოდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. იყო რამდენჯერმე ჩვენ შორის ჩხუბი და დაშორება. ერთი იყო სამთვიანი დაშორება და ძალიან გამიჭირდა. დეპრესიული ლექსების წერა დავიწყე. დედაჩემს გული უსკდებოდა. ზაფხული იყო და რეზომ კიკეთში ამომაკითხა. იქ შევრიგდით.
მახსოვს, ჰამაკში ვიჯექი. წიგნს ვკითხულობდი და რეზო მოდის. გავგიჟდი რომ დავინახე. თვალებს არ დავუჯერე. რაღაც მითხრა და გაგვეცინა.
ჩვენ შორის მუდმივი სალაპარაკო იყო, რომ შენ ისეთი ნიჭიერი გოგო ხარ, მე არ გჭირდები, შენ გჭირდება სხვანაირი ადამიანი… ბოლოს მითხრა, მივდივარ საქართველოდანო.
ვუთხარი, არ წახვიდე, საერთოდ არ ვიმღერებ, არ დავუკრავ, არაფერს გავაკეთებ-მეთქი. მატყუებდა თურმე. არსად წამსვლელი არ იყო, ეს იყო ფანდი. მერე მივხვდი, ეს იყო ფანდი, რომ ასე აეწყო ყველაფერი. ეს ნახევრად ხუმრობით. არც ერთი წუთით არ ვნანობ, რატომ ისეთი ქმარი არ შემხვდა, რომელიც გავარდებოდა უცხოეთში და ჩამიწყობდა კონცერტებს. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, ერთმანეთის გვესმის“, – ამბობს ირმა სოხაძე „სარკესთან“.
ფოტო: ოჯახური შეკრება და ორიგინალური ტორტი – ირმა სოხაძე და რეზო ასათიანი ოქროს ქორწილს აღნიშნავენ