LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო შემთხვევები, როცა წაგებამ გავაძლიერა და ზღაპრის ბოლო მართლაც კეთილი გახდა“ – ბუდუ ზივზივაძე

170
ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, ფეხბურთელმა europop-თან ინტერვიუში მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

„გვაქვს იმის ამბიცია, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი ისტორია შევქმნათ. საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ თურქეთმა ბოლო დროინდელი შესარჩევი ციკლი კარგად ჩაატარა, ჩეხეთიც ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო, რაც შეეხება პორტუგალიას ის პორტუგალიაა, ისეთი კარგი შემადგენლობა ჰყავს.. ვერ აარჩევ რომელი ფეხბურთელი რომელზე უკეთესია.

ჩვენი მთავარი საზრუნავი თურქეთი და ჩეხეთი იქნება, არ ვიტყვი, რომ პორტუგალიას მოვუგებთ და გავანადგურებთ, მაგრამ შევეცდებით, რომ ვითამაშოთ კარგად, გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ მერე სარკეში საკუთარ არ ვუთხრათ, უფრო მეტი შეგვეძლოო.

ზოგადად კი, იყო შემთხვევები, როცა წაგებამ გავაძლიერა და ზღაპრის ბოლო მართლაც კეთილი გახდა“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g