LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზოლაციის, კარანტინის, პირბადის ტარების წესისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევ პირებს ამნისტია შეეხებათ

48
პირბადე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მთავრობის მიერ ინიცირებული „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები განიხილა, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევ პირებს შეეხებათ.

კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული ინიციატივით, 2021 წლის 23 ივნისამდე, ვინც იზოლაციის ან/და კარანტინის წესი, პირბადის ტარების წესი და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაარღვია (იგულისხმება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირები თუ და სისხლის სამართლის წესით უკვე აღძრული საქმეები), ყველას ამნისტია შეეხება.

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან, გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g