ჯაბა ჯიშკარიანმა კორონავირუსი დაამარცხა.
13-დღიანი მკურნალობის შემდეგ მან ბოჭორიშვილის კლინიკა უკვე დატოვა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავს კარგად გრძნობს და არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.