ფერადკანიანი მსახიობები იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ „ოსკარის“ ნომინანტები მარტო „თეთრკანიანები“ გახდნენ. თავისი უკმაყოფილება უილ სმიტის მეუღლემ, ჯადა პინკეტ-სმიტმაც გამოხატა და „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან კოლეგებს მოუწდა, არ მივიდნენ წლევანდელ ცერემონიაზე.
„ფერადკანიანებს ყოველთვის დიდი სიხარულით იღებენ „ოსკარზე“. ისინი კარგად ართობენ ხალხს და გადასცემენ პრიზებს, მაგრამ როგორც ჩანს, მათი შემოქმედება არავის აინტერესებს. იქნებ უმჯობესია, არცერთი მათგანი არ გამოცხადდეს წლევანდელ საღამოზე. ხალხი ისე გვექცევა, რის უფლებასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“ – წერს ჯადა.
აღნიშნული პრობლემით ბევრი ადამიანი დაინტერესდა. ინტერნეტში ჰეშტეგი #OscarsSoWhite გამოჩნდა. ჯადას ღიად დაეთანხმა კრის როკი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ პინკეტ-სმიტს ბევრი აუბამს მხარს.