LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაღმაიძე გელათზე: საპატრიარქომ იცის ამ ძეგლის მნიშვნელობა – პრემიერთან გვქონდა ინტენსიური ურთიერთობა, ეს იმედს გვაძლევს

142
ანდრია ჯაღმაიძე გელათზე

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო, „როგორც იურიდიული მეპატრონე ამ განძის [გელათის მონასტრის], რომელიც ზოგადად მთელ საქართველოს ეკუთვნის, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ატარებს.“

როგორც ჯაღმაიძემ „პირველი არხის“ გადაცემაში – „რეალური სივრცეში“ ასევე აღნიშნა, საპატრიარქომ იცის ამ ძეგლის მნიშვნელობა.

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა

„ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად უარყოფითი დასკვნისა და ბევრი რეკომენდაციებისა, რაც პირველივე მისიამ დადო, მაინც გრძელდებოდა სამუშაოები იმავე მეთოდით, რომელიც დაწუნებული იქნა.

ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ჩვენ განსაკუთრებით მჭიდროდ უნდა გვეთანამშრომლა ყველა მხარესთან, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ მიმდინარე საქმე სათანადოდ შესრულებულიყო“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ 2022 წლის მაისში საპატრიარქოს მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა 4 სპეციალისტი, რომელთა ვიზიტის მთავარი მიზანი გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების გაცნობა და რეკომენდაციების მომზადება იყო.

„ბრაზი, უსუსურობა და უიმედობა მზერაში გამეყინა.. დიდხანს ვაკვირდებოდი ქვეყანაში ჩამოწოლილი უბედურების საშინელ ანარეკლს“ – თორნიკე ბარათაშვილი გელათზე ემოციურ პოსტს ავრცელებს

„საუბედუროდ, გელათი ის ვეღარ იქნება, რაც თუნდაც 2018 წლის დასაწყისში იყო, მაგრამ აუცილებლად გადარჩება იმ რელიგიური პოპულისტების მონდომებული მავნებლობის მიუხედავად, რომლებიც გასანათლს იორდანიაში აწყობენ, გარეჯის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ, „ფეისბუკზე“ რელიგიურ დღესასწაულებს ხატებით ულოცავენ...“

„მკვლევრები გელათის სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. მათი დასკვნა ისევე, როგორც მოგვიანებით გამოქვეყნებული ორი დასკვნა, უარყოფითი იყო“, – დასძინა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

„პროფესიულად დაგვიპირისპირდნენ და გვითხრეს რომ გელათში ყველაფერი კარგადაა“ – ჩუბინაშვილის ცენტრის პასუხი წულუკიანს

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, გელათის რეაბილიტაციის საკითხზე საპატრიარქოს კომუნიკაცია ჰქონდა პრემიერთან.

„ჩვენ იმედით ვუყურებთ ამას. დღეს რაც მოვისმინეთ, ძალიან საყურადღებოა ყველაფერი. იმედი გვაქვს.. აი, პრემიერთან გვქონდა ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ამ პერიოდში, როცა ჩვენ საპატრიარქოს ჩართულობას ვახსენებდით.

„დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნით და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს“ – საპატრიარქო გელათის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

პრემიერიც სრულიად იზიარებს ამ მიდგომას, რომ მეცნიერულად იქნეს შესწავლილი და ამ ჩარჩოებში დარჩეს პროცესი. ეს იმედს გვაძლევს – ერთი მხრივ, საპატრიარქოს, მეორეს მხრივ, ეს ჯანსაღი დამოკიდებულება სახელმწიფოს ასეთი რანგისგან.

და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დიალოგი შედგება, დარჩება სამეცნიერო ჩარჩოებში და ყველა რეკომენდაციების შესრულდება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

“პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა” – კულტურის სამინისტრო გელათთან დაკავშირებულ კვლევაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g