“პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს, – ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ქადაგებასთანდაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
ნინო დანელია პატრიარქს: არ გაბედოთ, შეეხოთ დედებს, რომლებიც მუშაობენ და შვილებს ზრდიან
"ნეტა იყოს ამ ქვეყანაში შესაბამისი სერვისები დედისთვის, რომ არ ეწამოს ყველა და არანორმალურ დაბრკოლებად არ უღირდეს შვილის გაზრდა და მუშაობა ერთად"
ჯაღმაიძე ამბობს, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს, პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია კი, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან.
„საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? უახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა სულით ებრძოდნენ ეკლესიას?
წინაშე მათსა შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან >ჴმაჲ მისი. (იო.10.4)
პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს.
მესამე პირები რატომ უნდა ერეოდნენ ამ ურთიერთობაში?
რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? მათ ხომ ეს ქადაგება პრინციპში არ ეხებათ? ისინი ისედაც ხომ არ გააჩენენ შვილს, რომ ერი გამრავლდეს? ისინი ხომ იმდენჯერ გაიკეთებენ აბორტს, რამდენჯერაც მიიჩნევენ, რომ არასასურველი შვილი უჩნდებათ? ეს ქადაგება მათ არ ეხებათ, და ეს მათ შესანიშნავად იციან. მაშ საიდანაა ეს აგრესია ადამიანის მიმართ, რომელის საკუთარ სულიერ შვილს მიმართავს?
პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან.
საქმე იმაშია, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში, ამ ტკივილმა ადამიანსსინანულისაკენ უნდა უწინამძღვროს. უარეს შემთხვევაში კი აგრესია უჩნდება და სურვილი, რომ ეხ სიტყვა დაადუმოს.
ჰეროდიას დავალებით სწორედ ამიტომ არ მოითხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი ჰეროდესაგან, რომ ამხელდა იოანე ჰეროდიას უსჯულოებას?
და წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და ოჰკუეთათავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან</ მან მიართუა დედასა თჳსსა (მკ. 6. 27-28)“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესოციალურ ქსელში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, მარიამ მაგდალინელის დღესასწაულზე ქადაგებისას დედის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.