LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar ელექტრო ავტომობილის დამზადებას შეუდგა

92

კომპანია Jaguar რიგით პირველი ელექტროავტომობილის დამზადებას შეუდგა. ავტომობილი საავტომობილო ბაზარზე უახლოესი ორი წლის განმავლობაში გამოჩნდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, Jaguar-ის პირველი ელექტრომობილი კროსოვერი იქნება. მის კონკურენტებად კი Audi Q6 e-tron და Tesla Model X-ი მოიაზრებიან. მისი დამზადება კი Magna-Steyr-ის ქარხანაში, ავსტრიაში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, კომპანიის ტექნიკოსებს გადაწყვეტილი აქვთ ელექტრომობილი Range Rover Evoque-ს ბაზაზე დაამზადონ. ამასთანავე სავარაუდოა, რომ ვიზუალურად ის F-Pace-ს მოგვაგონებს. რაც შეეხება გამავლობას, სრულად დამუხტული ძრავით ავტომობილი 500 კმ მანძილს დაფარავს.

Jaguar Land Rover-ის პირველი ელექტრომობილი I-Pace და I-Type-ს სახელით გამოჩნდება. ეს ინდექსები კომპანიაში ერთი თვის წინ დარეგისტრირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავტომობილი უგზოობის პირობებში 8-9 საათს იმუშავებს, ხოლო ელექტროძრავის სრულად დამუხტვას სულ რაღაც 4 საათი სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები