კონცერნი Jaguar Land Rover გეგმავს, რომ თავისი მომავალი მოდელების სალონები სინთეტიკური ქსოვილით დაამზადოს. ამ ქსოვილს კი გადამუშავებული ნარჩენებისგან მიიღებენ. ასეთი მატერიალის დამზადების პროცესში ატმოსფეროში 90%–ით ნაკლები მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რაც ეკოლოგიის თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებელია.
ნაგვისგან სინთეტიკური ქსოვილის Econyl–ის დამზადება კომპანია Aquafil–მა 2011 წლიდან დაიწყო. ქსოვილს ოკეანიდან და სხვადასხვა ნაგავსაყრელებიდან მოგროვებული ძველი ნაჭრების, ხალიჩების და სათევზაო ბადეებისგან ამზადებენ. ასეთი მასალა მოდის სამყაროში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება, მისგან ჩანთებს და საათების სამაჯურებს აკეთებენ. ამიერიდან კი Jaguar–ისა და Land Rover–ის სავარძლებსაც დაამზადებენ.
Econyl–ის მთავარი ღირსება მისი ეკოლოგიურობაა. ქსოვილის დამზადების დროს გარემო არ ბინძურდება, ასე რომ კონცერნმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.