LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar–ისა და Land Rover–ის სალონებში კორონავირუსისგან დასაცავი სისტემა გაჩნდება

55
2dc8b9828119b37decd49e2efd2bdf56bbbe3fb2

კომპანია Jaguar Land Rover–მა შექმნა ახალი სისტემა, რომელიც ჰაერს 97%–ით ასუფთავებს და მას ყველა სერიულ მოდელს დაუმონტაჟებენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტექნოლოგია ავტომობილის სალონს Covid-19–ის ბაქტერიებისგანაც იცავს.

სისტემის პროტოტიპში Panasonic nanoe–ს ტექნოლოგია გამოიყენება – ის საშიში ნაწილაკების მოქმედებას ანეიტრალებს, რაც ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს. 30 წუთიანი ლაბორატორიული ტესტის დროს ჰერმეტული კამერები გამოიყენეს და რეცირკულაციის რეჟიმში ბაქტერიების 97% განადგურდა.

პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ახალი ტექნოლოგია ძველზე 10–ჯერ უფრო ეფექტურია და ახალ მოდელებში მას აქტიურად დანერგავენ.

ამჟამად კი ელექტროქარ Jaguar Land Rover–ში წინა თაობის ტექნოლოგია და ფილტრაციის სისტემა PM2,5 გამოიყენება. ასევე ხელმისაწვდომია წინასწარი კონდიცირების სისტემა, რომლის ჩართვაც დისტანციურადაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g