როგორც ჩანს, Jaguar–ის ახალი დირექტორი ძალიან სერიოზულადაა განწყობილი, ხარჯების შემცირებას და შემოსავლების გაზრდას გეგმავს. სწორედ ამიტომ, ხარჯიანი მოდელები, რომლებსაც კომპანიისთვის მოგება არ მოაქვთ, შესაძლოა კონვეიერიდან საერთოდ მოიხსნას.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეულმა კრიზისმა Jaguar–ის სამომავლო გეგმებზე დიდი გავლენა მოახდინა. გაზაფხულზე ჭორებიც ვრცელდებოდა რომ, თუკი გლობალური გაყიდვები ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდებოდა, სამოდელო ხაზი აუცილებლად შემცირდებოდა.
Covid-19–ის მეორე ტალღას ყველაზე ნეგატიური პროგნოზების ახდენა შეუძლია. როგორც გამოცემა The Times ირწმუნება, Jaguar რამდენიმე მოდელზე უარის თქმას აპირებს. ინსაიდერის წყაროს ცნობით, ამ იდეის ინიციატორი ბრენდის ახალი ხელმძღვანელი, ტერი ბოლორე გახდა.
სერიულ ხაზთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში პირველი მსხვერპლი ელექტრონული სედანი XJ გახდება. ბრენდმა მის შემუშავებაზე ათობით მილიონი დოლარი უკვე დახარჯა, თუმცა მოდელმა ბაზარზე დიდი წარმატება ვერ მოიპოვა.