Jaguar-ის მთავარმა დიზაინერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და საზოგადოებას პოსტის დატოვების შესახებ ამცნო. რამდენიმე დღეში კი მას საავტომობილო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენიც გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელი ბრენდს სამუდამოდ არ ტოვებს და ის Jaguar-ის დიზაინის განყოფილებაში კონსულტანტად დარჩება. რაც შეეხება მთავარი დიზაინერის პოზიციას, მას ჯულიან ტომპსონი, Jaguar F-Pace-ის შემქმნელი დაიკავებს.
ავტოჟურნალისტებმა იანის საუკეთესო ნამუშევრებს თავი ერთ რეპორტაჟში მოუყარეს.