სედანმა Jaguar XE SV Project 8 საკუთარი რეკორდი მოხსნა. 600 ძალის ავტომობილმა 20,6 კილომეტრი, 2017 წელთან შედარებით 2,9 წამით უფრო ნაკლებ დროში გაიარა. ეს კი სხვა ნებისმიერი სერიული ავტომობილის შედეგზე 7 წამით უფრო ნაკლები დროა.
რეკორდული მსვლელობის დროს სპორტქარის საჭესთან ტესტ-პილოტი ვინსენტ რადერმეკერი იჯდა. მან ნიურბურგრინგი 7 წუთსა და 18,361 წამში გაიარა. გარდა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებისა Jaguar-მა სერიულ ავტომობილთა შორისაც ახალი დრო დააფიქსირა.
ასეთი შედეგის ჩვენება სედანმა 5 ლიტრის მოცულობის V8 ძრავით შეძლო და აგრეგატის ძალა 600 ცხენის ძალაა. 0-დან პირველ „ასეულს“ ავტომობილი 3,7 წამში გადის და მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია.
დიდ ბრიტანეთში სედანის ფასი 149 995 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.