2 ნოემბერს, თბილისში, სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტს, რომელშიც, შსს-ს ცნობით, ჯაკო [ჯანსუღ] ჩარკვიანი მონაწილეობდა, ჯანო ჩარკვიანის მამიდა, პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჯაკო ჩარკვიანი თავად მივიდა პოლიციაში დაკითხვაზე, ასე ვთქვათ, არც ერთი წუთით არ დამალულა.
კითხვები ისევ გვაქვს, რატომ დაურეკა შვილის ტოლ (ნასვამ) ბიჭებს ამ ხელისუფლების მეხოტბე მანჩო გიორგობიანმა, რატომ არ დაურეკა პატრულს და რატომ დაურეკა ისტერიით – კივილით“ მცემეს მიშველეთო“.
რატომ არ დაურეკა პატრულს, (ეს კითხვა ლეგიტიმურია და ძალადობის გამართლების მიზნით არ ვსვამ, გამორიცხულია) კითხვა ლოგიკურია!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
