დღეს, ცხრა ნოემბერს ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის დაბადების დღეა. ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეგობარს დაბადების დღეს ულოცავს და წერს:
„ჯაკოს დაბადების დღეა. როგორ მენატრება… გილოცავ, ჩემო საყვარელო მეგობარო… მგონია, რომ ყველაფერი იცი, შენს მერე, რა და როგორ…“
ცნობისათვის, ლევან ჩხაიძე 2019 წელს ბუდაპეშტში, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.
