LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება, ეროვნული თავდაცვა და უსაფრთხოება – ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისი“ რეკომენდაციათა პაკეტი შეიმუშავა

169
Screenshot-1-thumb

პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის  ფონზე ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისი“ ოთხ ნაწილიანი რეკომენდაციათა პაკეტი შეიმუშავა სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობას შესთავაზოს და საზოგადოებას დაანახოს გარკვეული თვისობრივად ახლებური მიდგომები ქვეყნის შემდგომი განვითარების გზაზე.

დოკუმენტის საკვანძო მიმართულებებსა და რეკომენდაციებზე “ფორტუნას” გადაცემაში დღის თემა “ჯეოქეისის” სარეკომენდაციო პაკეტის თანაავტორმა, ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, 4 ნაწილიანი რეკომენდაციათა პაკეტი ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებს შეეხება.

“დოკუმენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნაწილი მიმოიხილავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის, მედეგობის გაძლიერების, პანდემიის პერიოდში საკანონმდებლო რეგულირების, ფარმაცევტული პროდუქტების ხელმისაწვდომობის, ელექტრონული ჯანდაცვის, ტელემედიცინისა და პანდემიის მართვის სამომავლო გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებს.
რეკომენდაციების პაკეტის ეკონომიკური უსაფრთხოების ნაწილი ეხება საფინანსო სექტორის გაძლიერების, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის, კვლევებისა და განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების თემებს.

დოკუმენტის განათლების ნაწილი აანალიზებს დისტანციური განათლების პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ ტენდენციებს, კერძოდ მიმოიხილავს დისტანციური განათლების საერთაშორისო პრაქტიკას, პანდემიის პერიოდში საქართველოში დისტანციური განათლების დანერგვის გამოცდილებას და ყურადღებას ამახვილებს დისტანციური განათლების თანმდევი გამოწვევების დაძლევის საშუალებებზე. ასევე, აღნიშნული თავი ეხება დისტანციური სწავლებისას პერსონალური მონაცემების დაცვას.

 

 

რეკომენდაციების პაკეტის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილი გვთავაზობს რეკომენდაციებს საქართველოს თავდაცვის სისტემის შემდგომი განვითარების ეტაპებისა და ჰიბრიდული გამოწვევების დაძლევის სისტემური ხედვის შემუშავების შესახებ. გვაქვს იმედი, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით მომავალში გვექნება შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, რომელთაც დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას აღნიშნულ რეკომენდაციებზე.” – აღნიშნა “ჯეოქეისის” სარეკომენდაციო პაკეტის თანაავტორმა, ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, ხათუნა ბურკაძემ.

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ პოლიტიკის დოკუმენტის – „ჯეოქეისის“ 4 ნაწილიანი რეკომენდაციათა პაკეტი: ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება, ეროვნული თავდაცვა და უსაფრთხოება წარდგენა დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g