LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე: დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე – წინა მმართველობის დროს ასეთი დამოკიდებულება არ იყო

156
აზარაშვილი მიშაზე (1)

„დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ ნებისმიერ პაციენტზე იზრუნოს და თუ საჭიროა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ „პენიტენციური სისტემა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნავს.“

მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ პუტინის ბრძანებით მოწამლეს

„წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დასმულ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური კვლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდეს, აზარაშვილი უპასუხა, რომ სამხარაულის ბიუროს ამის შესაძლებლობა აქვს.

„ზოგადად, როგორც მოქალაქის პოზიციიდან გიპასუხებთ, რადგან ამ პროცესში არ ვართ ჩართულები. სამხარაულის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მოცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ.“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g