LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე დადებითი ეფექტი ექნება, ეს წამლებს ძალიან გააიაფებს

34
ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და ეს წამლებს ძალიან გააიაფებს.

ილია ღუდუშაურის განცხადებით, რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება.

„რეფორმის პირველი ნაწილი უკვე გავაცანით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს. ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია. ჩვენ სექტორისგან კონკრეტულ შეკითხვებს და შენიშვნებს ველოდებით. ვფიქრობ, რომ გეგმის მიხედვით რეფორმა 1 იანვრიდან გაეშვება.

რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. ამის შემდეგ, დავაკვირდებით მის მიმდინარეობას და გეგმის მიხედვით, ყველა მედიკამენტზე რომელიც საქართველოში იქნება რეგისტრირებული განსაზღვრული იქნება მაქსიმალური ზედ ზღვარი. ეს რეფერენტული ქვეყნებისა და სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე მოხდება.

ცვლილებას ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და ეს მედიკამენტებს ძალიან გააიაფებს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კეთილსინდისიერი მარკეტინგის უზრუნველყოფაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები