LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი: „მინდა დავამშვიდო ყველა, თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“

427
Capture

„მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და  ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის  საჭიროება იქნება,  სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საპროტესტო აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას, დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ არცერთ პაციენტს არავის  დახმარება არ დასჭირდება.

„მე არ მგონია, რომ ეს პაციენტის მხარდაჭერის და დახმარების სურვილით ნაკარნახები იყოს,  უფრო მეტად ცალკეულ ადამიანებს თავის გამოჩენის სურვილი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავითარი საჭიროება, რასაც სახელმწიფო ვერ გასწვდება და ვერ შეძლებს, დღის წესრიგში არ დგას.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g