ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ ექიმებს, იაშვილის კლინიკის ჰეპატოლოგ ციალა ჩინჩალაძეს და ინფექციური საავადმყოფოს შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელს მანანა ღვაბერიძეს 8 მარტი მიულოცა.
მიხეილ სარჯველაძემ ექიმებს ქვეყნისა და პაციენტებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი წვლილი სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.