LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო – 600%-ით გაზრდილია მიმართვიანობა ვაქცინაციაზე, წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ რეგიონებში იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა

74
მთავარი ფოტო

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, 60 წელს ზემოთ ჯამში 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია.

„იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში. თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39% -იანი ზრდა დაფიქსირდა. 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი იცრება.

საერთო ჯამში, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, 60 წელს ზემოთ 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია. წამახალისებელმა პროგრამამ, რომ ვაქცინაციის პროცესს შეუწყო საუბრობენ მედიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ პენსიონერები იმუნიზაციაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გააქტიურდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g