LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო: „მიხეილ სარჯველაძემ ონში საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფილიალი მოინახულა“

475
მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ონში საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფილიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

უწყების ინფორმაციით, განახლებული სამედიცინო დაწესებულება მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკითა და ინვენტარით:

„ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების პირველად დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაბამის კლინიკებში გადამისამართებას.

დაწესებულება მოსახლეობას როგორც გადაუდებელ, ასევე ამბულატორიულ მომსახურებას შესთავაზებს. ფილიალში ხელმისაწვდომი იქნება კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, უროლოგიური, ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური და სხვა პროფილის ექიმებთან გეგმური ამბულატორიული კონსულტაციები.

პროექტის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე შეუქმნას ხელმისაწვდომობა ხარისხიან და დროულ სამედიცინო მომსახურებაზე. სამედიცინო დაწესებულება უახლოეს მომავალში დაიწყებს პაციენტების მიღებას.

განახლებულ ფილიალი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა  პაპუნა მარგველიძემ, ონის მერმა სერგი ხიდეშელმა და საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ  დაათვალიერეს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g