LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერების ვაქცინაციის წასახალისებლად სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს

79
thumbnail-11

ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭო გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს.

ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრაზე მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 70 წლის ზემოთ მოქალაქეებში.

როგორც იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ჯანდაცვის უწყება პენსიონერების ვაქცინაციის წასახალისებლად სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძირითადი ამოცანაა, მოქალაქეების ინფორმირებულობა და შემდეგ ნებაყოფლობითი აცრა.

„ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება, გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის“,– განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

შეხვედრაზე მხარეებმა ვაქცინაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც  ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა “სინოფარმს“  შაბათს მიიღებს, რეგისტრაცია  კი ორშაბათიდან განახლდება.

იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

გარდა ამისა, მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან.

გააქტიურებულია 15 22-ის და 144 – 3-ის ცხელი ხაზიც, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.

8 სექტემბრის   მონაცემებით,  საქართველოში   1 366 678 აცრა ჩატარდა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

magti 5g