LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო: „შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მინისტრი ბენეფიციარებს შეხვდა“

406
მიხეილ სარჯველაძე

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრ „ანიკას“ ესტუმრა“ – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, დღის ცენტრი დაათვალიერა და შშმ ბენეფიციარების მომსახურებების პირობებსა და საჭიროებებს გაეცნო.

საქართველოს პარლამენტმა, 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, 2000 წელს გამოაცხადა. მიზანი შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g