20 მაისს, Billboard Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯანეტ ჯექსონი პრესტიჟულ ჯილდოს Icon Award მიიღებს. 51 წლის მომღერალი ღონისძიებაზე სპეციალური შოუს გამართვასაც გეგმავს, რომელიც 9 წლიანი პაუზის შემდეგ მისი პირველი სასცენო გამოსვლა იქნება.
1999-დან 2001 წლამდე ჯექსონი 18-ჯერ იყო ნომირირებული აღნიშნულ პრემიაზე და ათჯერ მისი მფლობელი გახდა. სხვადასხვა დროს კი პრესტიჟული ჯილდო ნილ დაიმონდმა, სტივ უანდერმა, პრინსმა, ჯენიფერ ლოპესმა, სელინ დიონმა და სხვა ვარსკვლავებმა მიიღეს.
