ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მთავრობებმა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის დასაძლევად, კოვიდ 19-ის საპასუხო ეროვნული ზომები ხელახლა უნდა შეაფასონ და ვაქცინაციის პროცესი დააჩქარონ.
”მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას გაზარდონ მეთვალყურეობა და ტესტირება. ნებისმიერი თვითკმაყოფილება ახლა ადამიანების სიცოცხლის ფასად დაჯდება”, – აღნიშნავს ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტის გავრცელება ახლავე, იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.