LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯანმო რეკომენდაციას უწევს ნიღბის ტარებას..“ – გიორგი ფხაკაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს

620
ფორტუნა - 2023-09-05T125502.972

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კვლავ ნიღბის ტარებისკენ მოუწოდებს.

„ჯანმო რეკომენდაციას უწევს ნიღბის ტარებას ხალხმრავალ, დახურულ, ან ცუდად ვენტილირებად ადგილას;

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ Covid; თუ თქვენ იმყოფებით ვინმესთან, ვისაც აქვს Covid-ი, ან Covid-ის სიმპტომები; ან თუ მაღალი რისკის ქვეშ ხართ. ატარეთ ნიღაბი!“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

NCDC-ის განცხადება: „საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული“

 

??ჯანმო რეკომენდაციას უწევს ნიღბის ტარებას ხალხმრავალ, დახურულ ან ცუდად ვენტილირებადი ადგილას; თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ…

Posted by Giorgi Pkhakadze on Tuesday, September 5, 2023

 

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ „დღეს მთელ მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს“.

ზურაბ აზარაშვილი: კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g