ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოსახლეობას ინტერნეტით ფალსიფიცირებული ვაქცინების გაყიდვის შესახებ აფრთხილებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ინტერნეტსივრცეში ვადაგასული და პირობების დარღვევით შენახული ვაქცინების რეალიზაცია მიმდინარეობს.
ჯანმო ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ ვაქცინების იმ გამყიდველებთან გარიგების დადებისგან, რომლებიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამებში არ მონაწილეობენ.