LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა” – პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებას სთხოვენ

138
mamaladze-gimili

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალებას სთხოვს. ადვოკატმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმართვა უკვე შეიტანა.
როგორც გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, შეწყალების განახლების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, დეკანოზი უკვე 6 თვეა, მარჯვენა კიდურებს ვერ ამოძრავებს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მივმართავთ შეწყალების შუამდგომლობით, მანამდე მივმართეთ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც უარი გვითხრა შეწყალებაზე. შეწყალების განახლების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკოდურესად მძიმეა. ექვს თვეზე მეტია, რაც მარჯვენა კიდურები გაჩერებული აქვს, ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებს. მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალისა და პროფესიონალების კონსულტაციის შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში, რადგან მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება. პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რომ მას ხელი და ფეხი აუმუშავდეს.

შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორეს მხრივ, შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორე მხრივ, მისგან შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე

ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეიწყალოს გიორგი მამალაძე, ასევე მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და მის წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ გიორგი მამალაძის შეწყალება მოხდეს. ჩვენ შევიტანეთ შეწყალების შუამდგომლობბა პრეზიდენტის სახელზე და აქედან პირდაპირ მივდივართ საპატრიარქოში, რათა ასევე შევიტანოთ შეწყალების შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოში“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა მის შეწყალებაზე უარი განაცხადა.

გიორგი მამალაძის ოჯახი მსჯავრდებულის შეწყალებას თებერვლიდან ითხოვდა და საპატრიარქოსთან აქციებსაც მართავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები