LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანო იზორია: „ღმერთმა ყველას მისცეს საშუალება, რომ უცხოეთში იმოგზაუროს, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანმა ჯერ თავისი სამშობლო უნდა გაიცნოს და მერე სხვა ქვეყნებიც დაათვალიეროს…“

163
ჯანო იზორია

მსახიობი ჯანო იზორია მოგზაურობის თემაზე ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს.

– უცხო ქვეყნებიდან რომელი დაგამახსოვრდათ?

– ღმერთმა ყველას მისცეს საშუალება, რომ უცხოეთში იმოგზაუროს, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანმა ჯერ თავისი სამშობლო უნდა გაიცნოს და მერე სხვა ქვეყნებიც დაათვალიეროს. მე უცხო ქვეყნებში, ძირითადად, გადაღებების ან გასტროლების დროს ვმოგზაურობ. ასე მოვხვდი ბავშვობაში ბულგარეთში, „ოქროს ქვიშებზე”: ფოთში იყო ცეკვისა და სიმღერის საბავშვო ანსამბლი „თეთრი თოლია”, მე ამ ანსამბლის წევრი გახლდით და სხვებთან ერთად, იქ გამართულ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. მოზარდი ვიყავი და ის დღეები ჩემთვის სასიამოვნო იყო. ძალიან კარგად, მაგრამ სევდიანად მახსენდება მაროკო, სადაც ბახვა წერედიანთან ერთად ვიყავი. ის მარიონეტების თეატრის მეთოჯინე იყო. მასთან ერთად ვცხოვრობდი აფრიკაში, კასა-ბლანკაში. მთელი ერთი თვე იქ ვიყავით გასტროლით და მთელი მაროკო შემოვიარეთ. იქაურობა ხილითა და ციტრუსებით ძალზე მდიდარია. ბახვას ვეხუმრებოდი: ისეთი ცხოვრება გვაქვს, ბანანს პრასივით ვჭამთ-მეთქი. ამაზე ის მთელი ხმით იცინოდა. ძალიან ხალისობდა კიდევ ერთ ხუმრობაზე: ბახვა, ძმაო, ჩვენ ხომ ვართ ქრისტიანები, მაგრამ აქაურობა ალაჰმა დალოცოს-მეთქი. ამ ყველაფერს დღეს გულისტკივილით ვიხსენებ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g