საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ახალი სეზონი მშვენივრად დაიწყო. ჩვენებურმა ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა, თან ყველა ერთმანეთზე უკეთესი. ჯანომ თავი ჯერ ევროპა ლიგაზე გამოიჩინა, შემდეგ კი რუსეთის პირველობის საწყის ტურში დუბლი გაახერხა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, რომელიც ამჟამად ბერძნულ აეკ-ს წვრთნის, მოსკოვის ”სპარტაკის” ნახევარმცველის ჯანო ანანიძის პროგრესზე აზრი გამოთქვა.
”დროა უკვეა, რომ მას თავი გამოეჩინა. ამას ყველა დიდი ხანია ველით.
მან ნაკრებში თითქმის ყველა მატჩი ძირითადში ითამაშა. შესაძლოა, ნაკრებში უფრო ხშირად თამაშობდა, ვიდრე ”სპარტაკში” (იცინის). ძალიან კარგი ბიჭია. მშვენიერი ხასიათი აქვს. უყვარს ფეხბურთი. ელოდა თავის მომენტს.
ეს ”სპარტაკისთვისაც” ძალიან კარგია. ანანიძეს უნდა ენდო და შანსი მისცე. იმედია, მწვრთნელი მას უკვე სრულად დაეყრდნობა და ჯანოსთვის სეზონი წარმატებული გამოდგება.
მას შეუძლია მარცხნივაც ითამაშოს და მარჯვნივაც, თუმცა მისი პოზიცია ათიანია, ცენტრალური ფორვარდის უკან. ამასთან, გუნდში უნდა იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც მას დაცვითი მოვალეობებისგან გაანთავისუფლებენ, ძალებს დააზოგინებენ. თანამედროვე ფეხბურთში რა თქმა უნდა აღარ არსებობს მოთამაშე, რომელიც დაცვაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს, მაგრამ ჯანო ბევრად სასარგებლოა შეტევაში”, – თქვა ქეცბაიამ.