LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარედ ლეტო ჰიუ ჰეფნერს განასახიერებს

53

ცნობილი ხდება, რომ ჰიუ ჰეფნერის შესახებ გადაღებულ ბაიოპიკში მთავარ როლს ჯარედ ლეტო შეასრულებს. ფილმის რეჟისორი ბრეტ რეტნერი იქნება და ის მიიჩნევს, რომ ოსკაროსანი ლეტო ამ როლს თავს კარგად გაართმევს.

„ჯარედი ჩემი მეგობარია. როდესაც გაიგო, რომ ამ ფილმის გადაღებას ვაპირებდი, ჰიუს როლზე საკუთარი კანდიდატურა შემომთავაზა. დარწმუნებული ვარ, რომ ის შეძლებს, რადგან იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი მსახიობია“, – განაცხადა რეტნერმა. მისი თქმით, მას სურს, რომ ფილმი მოვლენად აქციოს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალ Playboy-ს დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი რამდენიმე დღის წინ 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გასულ უქმეებზე ის მერილინ მონროს გვერდით დაკრძალეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები