LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარედ ლეტო იაპონურ ციხეში მოხვდება

67

ამერიკალმა მსახიობმა და მუსიკოსმა ჯარედ ლეტომ  კრიმინალურ თრილერში „The Outsider“ მთავარი როლი მიიღო. The Hollywood Reporter-ის ცნობით, ლეტო სამხედრო პირს განასახიერებს, რომელიც იაპონურ ციხეში მოხვდება, მოქმედება კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდება. ფილმის სცენარისტი ენდრიუ ბოლდუინი იქნება და გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს ფილმ „თვითმკვლელთა რაზმის“ პრემიერა შედგება, სადაც მსახიობი ჯოკერის როლს ასრულებს. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ლეტომ განაცხადა, რომ ეს როლი მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა (იხ. ბმული).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები