ამერიკელი როკ-მუსიკოსი, მსახიობი და ახლა უკვე რეჟისორი, ჯარედ ლეტო სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. პროექტი თრილერის ელემენტებით ჯეიმს ელროის სცენარის მიხედვით დამუშავდება. ფილმის დისტრიბუციით სტუდია Paramount დაკავდება.
შეგახსენებთ, რომ წელს გამოვა ლეტოს ჯგუფის, 30 Seconds to Mars ახალი ალბომი, თუმცა მისი დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია.