ფილმის ”თვითმკვლელთა რაზმის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა – ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა არიანა ბელამარმა ჯარეტ ლეტო სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
ბელამარის განცხადებით, ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, ლეტო საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა, „ის არ ცდილობდა არაფრის დამალვას და არაორაზროვანი მინიშნებებით, ძალიან უხეშად ცდილობდა ჩემს დაყოლიებას”, – აღნიშნა მსახიობმა.
ჯარედ ლეტოს წარმოამადგენლებმა უკვე უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია და ბელამარის მონათხრობს ”ბინძური ტყუილი” უწოდეს.
https://www.instagram.com/p/BI_ox_xAXYj/?taken-by=arianebellamar