ჯარედ ლეტომ თაყვანისმცემლებს პირობა წაუყენა, რომლის თანახმადაც ის მზად არის გაიპარსოს წვერი, რომელსაც ბოლო ერთი წელია იზრდის და რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა. 30 Seconds to Mars-ის სოლისტმა თავის „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ წვერს მას შემდეგ შეელევა, რაც მათი ახალი ალბომი „America“, რომელიც ოფიციალურად 6 აპრილს გამოვა, ჩარტებში წამყვან პოზიციას დაიკავებს.
მოგვიანებით თავისი სიტყვები მან ახალი სიმღერის, „Rescue Me“ პრეზენტაციაზეც დაადასტურა. შესაბამისად, ლეტოს ვიზუალი მთლიანად 30 Seconds to Mars-ის თაყვანისმცემლებზეა დამოკიდებული.